fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში: გოგონა, რომელმაც 12 საათი წყალში გაატარა, მეთევზეებმა გადაარჩინეს

18 წლის გოგონაზე მთელი საბერძნეთი საუბრობს. ეს ნამდვილად დაუჯერებელი შემთხვევაა. კატერინა ოთხშაბათს ღამით გაუჩინარდა და 12 საათის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. საბოლოოდ კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

როგორც 18 წლის კატერინა ჰყვება, მას ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა მაშინ, როცა თავისი ჩანთის დაჭერას ცდილობდა. თუმცა, შემთხვევის დეტალები ცნობილი არ არის. ის ტალღებს 12 საათის მანძილზე ებრძოდა და ბოლოს მეთევზეებმა შენიშნეს, რომლებიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ.

ერთ-ერთი მეთევზე, გიორგოს სარიდაკისი ჰყვება, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სათევზაოდ ღამით გავიდნენ:

“როცა ადგილამდე მივედით, ძრავა გამოვრთეთ და ქალაქიდან შორს, სიწყნარით ვტკბებოდით. სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. ბავშვის ხმა მომესმა (ასე ჩანდა, ბავშვი იყო). შორიდან ყვიროდა “დედა, დედა” და ტიროდა. ჩემს მეგობარს ვუთხარი და მიპასუხა, რომ შეიძლებოდა ხმა სასტუმროდან ისმოდა და მეტი ყურადღება აღარ მიგვიქცევია. მაგრამ შემდეგ ისევ გავიგე და მეგობარს ვუთხარი: “გიორგო, ზღვაში ადამიანია.”

შემდეგ მათ გოგონამდე მიღწევა შეძლეს და ნავზე აიყვანეს. მოგვიანებით კი, აგიოს ნიკოლაოსის პორტიდან სასწაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჰიპოთერმია აღენიშნებოდა. ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა 18 წლის კატერინას ოჯახი, რომელსაც მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

გიორგოს სარიდაკისი და გიორგოს დუნაკისი არ თვლიან, რომ გმირები არიან. ისინი ამბობენ, რომ გააკეთეს ის, რასაც ნებისმიერი ადამიანი გააკეთებდა.

“ჩვენ ეს წუთები მთელი ცხოვრება გვემახსოვრება.”

onalem

ტესტ