fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“როცა მატი იწვოდა, მიკონოსზე ვიყავი, სადაც “ფართი” გვქონდა” – ილიას ფსინაკის ექსკლუზიური ინტერვიუ

ილიას ფსინაკისმა ანტონი სპოიტერს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა მატის მომაკვდინებელ ხანძარზე. სად იმყოფებოდა და რას აკეთებდა მერი იმ დროს და რა მოიმოქმედა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ხანძარი სულ უფრო და უფრო ვრცელდებოდა.

“დასასვენებლად შვებულების შესაბამისად მივდივარ. ამ შემთხვევაში, ყველაზე კრიტიკულ დროს წავედი, 20 აგვისტოს, როცა ხანძრის დიდი რისკებია. მე ვცადე, რომ ღონისძიება, რომელიც მიკონოსზე იყო დაგეგმილი, გამეუქმებინა, მაგრამ ელჩები იყვნენ მოწვეული და პროტოკოლის გამო ვერ შევძელი.

არ მახსოვს, რა დროს შემატყობინეს, რომ ხანძარი ნეო პენდელში იყო. ჩვენ საფრთხე ჯერ არ გვემუქრებოდა. მე ვერტმფრენით წავედი და როცა დილოსსა და მიკონოსს შორის ვიყავი, პილოტმა სვლა ვეღარ შეძლო, რადგან ძლიერი კვამლი იყო. შემდეგ გადავწყვიტე, რომ მოტორიანი ნავით წავსულიყავი. ჯერ სერიფოსზე ჩავედი, შემდეგ ლავრიოში.

დიდი სისულელე გავაკეთე, როცა ვთქვი, რომ ჩემი სახლი დაიწვა, იქ ჩემი 88 წლის დედა იყო, ცეცხლმა მიმდებარე ტერიტორიამდე მიაღწია, მაგრამ სახლი გადარჩა. 

ჩვენ თითქოს ყველაფერი მზად გვქონდა, მაგრამ ბუფორტის სკალით ქარის ძალა 12 ბალს უდრიდა. 100 გარდაცვლილი… ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მარათონას მუნიციპალიტეტს ძლიერი სახანძრო სამსახური ჰყავს, მაგრამ ის ყოველ წელს იწვის.”

იხილეთ სრული გადაცემა:

onalem

ტესტ