fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

ტემპის ტრაგედია: დაღუპულთა ოჯახებს თვეში 1,655€, საბანკო სესხებისგან გათავისუფლება და უფასო იურიდიული მომსახურება

კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილებით, დადგინდა ტემპიში დაღუპულთა ოჯახებისთვის დახმარების პაკეტის შინაარსი.

პაკეტი მოიცავს რამდენიმე ზომას, რომელიც მიიღება უბედური შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახების დასახმარებლად, ასევე, იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც გადარჩნენ, მაგრამ მიიღეს სხეულის მძიმე დაზიანებები.

პირველი ზომა გულისხმობს, ოჯახებისთვის სპეციალური პენსიის დანიშვნას, თვეში 1,655 ევროს ოდენობით.

დაღუპულთა ოჯახები გათავისუფლდებიან როგორც სახელმიწიფო დავალიანებისგან, ასევე იმ სესხების ვალდებულებებისგან, რომლებიც ბანკებისგან აქვთ აღებული (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი არსებობს). ანუ მათი დავალიანებები მთლიანად წაიშლება, როგორც საჯარო სექტორში, ასევე, ბანკებში.

ოჯახები გათავისუფლდებიან მემკვირეობის გადასახადებისგან.

მიცოტაკის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ოჯახებისთვის უფასო იქნება იურიდიული მომსახურება, ხოლო ამ ოჯახების წევრებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე გავლენ 2023, 2024 და 2025 წელს, ექნებათ მნიშვნელოვანი შეღავათები, ქულების მხრივ.

 

 

onalem

ტესტ