fbpx
საბერძნეთი

ათენის 39-ე მარათონი – ცვლილებები ხვალ და ზეგ საჯარო ტრანსპორტის მარშრუტებში

ხვალ და ზეგ, 12 და 13 ნოემბერს, ათენის საჯარო ტრანსპორტი რეისებს განსხვავებული მარშრუტებით განახორციელებს. აღნიშნული ცვლილებები დაკავშირებულია ათენის 39-ე მარათონთან.

ფაქტობრივად, ათენის ცენტრი გადაკეტილი იქნება და ტროლეიბუსებისა და ავტობუსების ძალიან დიდი რაოდენობა გადაადგილებას ვერ შეძლებს ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისად, შეცვლის მოძრაობის მარშრუტს.

წარმოგიდგენთ იმ ხაზებს (ნომრებს), რომლებიც ცენტრის ავლით იმოძრავებენ, რადგან დაკეტილი იქნება: ვასილისის კონსტანტინოს, ვასილისის ოლგას და სხვა ცენტრალური გამზირები და ქუჩები. სიაში წარმოდგენილია როგორც ავტობუსები, ასევე ტროლეიბუსები:

550, 209, 2, 4, 11, 10, 608, X95, *საერთოდ არ იმუშავებს 230 (აკროპოლიდან), 235, 220, 221, 224, 214, 622, 815, 203, 204, 204Β, 211, 046, 036, 140, Β5, 402, 421, 409, A2, 040, Α3, 227, 856, 022, 301, 302, 304, 305, 319. *საერთოდ არ იმუშავებენ 025, 026 (იპოკრატუდან). 

საერთოდ არ იმუშავებენ 060, 314, 324, 406, 407, 416, 418 და Α5.   

აღნიშნული ცვლილებები იმოქმედებს შაბათს 14:00 საათიდან კვირას 20:00 საათამდე.

რაც შეეხება ტრამვაის, კონკრეტულად მე-6 ხაზს, “პიკროდაფნი-სინდაღმა”, ბოლო გაჩერება იქნება იქნება “ფიქს” (ΦΙΞ).

onalem

ტესტ