fbpx
საბერძნეთი

სილამაზის სალონების და მაღაზიების გახსნა, ახალი SMS და გადაადგილებაზე აკრძალვის საათების შეცვლა – ნახეთ, რა არის მოსალოდნელი?

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას განიხილავს ხვალ, დილის 10:00 საათზე საბერძნეთის ექსპერტა საბჭო. არსებობს წინასწარი ცნობები ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით. ეს უკვე აუცილებელი გახდა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში არსებობს უკიდურესი დაღლილობა და მოქმედი აკრძალვები შედეგიანი აღარ არის.

ირკვევა, რომ პირველ ეტაპზე განიხილება სილამაზის სალონების გახსნის იდეა, სავარაუდოდ, ისინი მომდევნო ორშაბათს, 22 მარტს გაიხსნება.

შემდეგ უკვე მოდის მაღაზიების გახნა, რაც იგეგმება 29 მარტისთვის ანუ ორი კვირის შემდეგ.
როგორც უკვე ცნობილია, იმოქმედებს ახალი SMS-კოდი, 7, რომელიც უნდა გავაგზავნოთ 13032-ზე და შემდეგ შევძლებთ სავაჭროდ წასვლას. აღნიშნული SMS-ის გაგზავნა შესაძლებელი იქნება დღეში მხოლოდ ერთხელ და ვადა ექნება 3 საათი.

ამას გარდა, მოსალოდნელია, რომ მოიხსნას შეზღუდვა, რომელიც უკავშირდება შაბათ-კვირას გადაადგილების აკრძალვას 19:00 საათიდან და დაბრუნდეს ისევ 21:00 საათზე, როგორც კვირის სხვა დღეებშია.

onalem

ტესტ