fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი მალე საზღვრებს ხსნის: ვის შეეძლება შემოსვლა, სავალდებულო იქნება თუ არა ვაქცინაცია და კარანტინი?!

საბერძნეთის ტურიზმის სექტორი გახსნისთვის ემზადება. ტურიზმის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ  იმ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. ასევე იგეგმება ე.წ. მწვანე პასპორტების გაცემა იმ პირებისთვის, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან ტურისტების მისაღებად.

საბერძნეთის მთავრობა გაზაფხულისთვის უცხოელი სტუმრებისთვის ტურისტული სეზონი გახსნას აპირებს. გეგმის მიხედვით, პირველი ფრენები აპრილში განხორციელდება. ეს იქნება საპილოტე ფაზა ტურისტებისთვის ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან, ისრაელიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მაისის შუა რიცხვებში კი სიას დაემატება რამდენიმე ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტები საკარანტინო სივრცეში არ გადავლენ. საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ისრაელთან ე.წ. მწვანე პასპორტების გამოყენებაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი. მისი განცხადებით, მსგავსი ორმხრივი შეთანხმების გაფორმება კიდევ 10 ქვეყანასთან იგეგმება.

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი, ხარის თეოხარისი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, ქვეყანაში დაიშვებიან ის ადამიანებიც, რომელთაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებიათ. აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსის ტესტს გაუკეთებენ. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი ტურისტებს კოვიდსასტუმროებში გადაიყვანენ. ჰარი თეოჰარისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირში მალე მიაღწევენ შეთანხმებას კორონავირუსის სერტიფიკატთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საბერძნეთი საკუთარ წესებს შეიმუშავებს.

onalem

ტესტ