fbpx
საზოგადოება

“მესამედ დაქორწინებას გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა გვერდით ძლიერი მამაკაცი” – ნატასა თეოდორიდუ

ბრწყინვალე მომღერალი, ნატასა თეოდორიდუ ნიკოს ხაძინიკოლაუს გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც გულახდილად ისაუბრა საკუთარ პირად ცხოვრებაზე, კარიერაზე და გაიხსნენა, თუ რა შეგრძნება ჰქონდა, როდესაც საკუთარი სიმღერა პირველად მოისმინა რადიოში.

“ორი ადამიანის ურთიერთობა ძალიან რთული გზაა და იმისთვის, რომ გრძელვადიანი იყოს, ბევრი რამ სჭირდება. კარიერამ ჩემს განქორწინებებში დიდი როლი ითამაშა. ალბათ, არ ვარ იდეალური პარტნიორი. მესამე ქორწინებას გამოვრიცავ, მაგრამ მინდა, რომ გვერდით მყავდეს ძლიერი ადამიანი, რომელიც მეგზურობას გამიწევს და მასთან ერთად განვიტვირთები. ისეთი ადამიანი მინდა, რომელიც ახალი გზით წამიყვანს.”

თეოდორიდუ იხსენებს, თუ რა იგრძნო, როდესაც რადიოში საკუთარი სიმღერა პირველად მოისმინა:

“მაშინ ვულაში ვცხოვრობდი, თესალონიკიდან ახალი ჩამოსული ვიყავი. ჩემი უფროსი ქალიშვილიც თან მყავდა. კიფისიის გამზირზე მანქანით მოვდიოდი და მესმის ჩემი სიმღერა “Δίχως λόγο και αφορμή”, კუთხეში გავჩერდი და ასე მარტომ ვუსმინე, ვისიამოვნე. ჩემს ცხოვრებაში როდესაც რაღაც კარგი ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხდებოდა ცუდიც. მენატრებოდა თესალონიკი… არ შემიძლია, გული მიჩუყდება, მოდით, რეკლამაზე გავიდეთ. შემეკითხე ქორწინებაზე, განქორწინებაზე, ასეთი რამეები მკითხე,” უთხრა მან ხაძინიკოლაუს იუმორით.

მომღერალმა თქვა, რომ სახეზე პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული და ამას არც მალავს.

 

onalem

ტესტ