fbpx
საზოგადოება

მამაკაცმა თესალონიკის ცენტრში ბინა იქირავა და წვეულება მოაწყო – ჯარიმების “წვიმა” და დაკავებები

გუშინ, დაახლოებით 23:00 საათზე, საბერძნეთის პოლიციამ თესალონიკის ცენტრში 50 წლის მამაკაცი დააკავა.

ირკვევა, რომ მან ქალაქის ცენტრში ბინა იქირავა, რათა წვეულება მოეწყო. ცხადია, მან თავისი გეგმა სისრულეში მოიყვანა და სტუმრებთან ერთად ბინაში იმყოფებოდა, როდესაც ადგილზე პოლიცია მივიდა და ორგანიზატორი დააკავეს.

როგორც ცნობილი გახდა, კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების დარღვევის გამო ის 3.000 ევროთი დააჯარიმეს, ხოლო წვეულებაზე მყოფ კიდევ 7 ადამიანს 300 ევროიანი ჯარიმები გამოუწერეს.

onalem

ტესტ