fbpx
საზოგადოება

ვინ არის 82 წლის პონტიელი ბებო, რომელიც ციხეში ჩაჯდომას ითხოვს, რადგან პოლიციამ დააჯარიმა

როგორც უკვე ცნობილია, კატერინში პოლიციამ 82 წლის ქალი მცენარეებით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით განყოფილებაში გადაიყვანა.  ის ყიდდა მცენარეებს, რომლებიც საკუთარ ბოსტანში მოჰყავს და ასევე კვერცხებს, რომლებსაც მისი ქათმები დებენ.

დაპატიმრების შემდეგ ქალი სახლში 200 ევროიანი ჯარიმით გაუშვეს. თუმცა, მისი ბედი გაიზიარა კიდევ ორმა მოხუცმა, რომლებიც მის გვერდით, ასევე უკანონოდ ვაჭრობდნენ.

82 წლის პართენა ახლაძიდუმ ჯარიმა გადაიხადა, თუმცა, ის 7 ივნისს სასამართლო პროცესზე დაიბარეს.

“მე წავალ სასამართლოში და მოსამართლეს ვეტყვი, რომ ციხეში ჩამსვან, რადგან ამ სირცხვილის ატანა აღარ შემიძლია,” უთხრა ქალმა საკუთარ შვილს, რომელმაც ბერძნულ მედიასთან ისაუბრა.

“დედაჩემზე ამან ძალიან იმოქმედა. მათ პოლიციაში სამი მოხუცი გადაიყვანეს და ადმინისტრაციული ჯარიმა გმოუწერეს. თუმცა, ეს არ კმაროდა, ახლა სასამართლო პროცესებზეც გვიხმობენ. დედამ შოკი მიიღო და ძალიან რცხვენია.”

onalem

ტესტ