fbpx
კრიმინალიმსოფლიო

სამი ემიგრანტი მუშიდან, რომელთაც მალტაში ცეცხლი გაუხსნეს, ერთი სავარაუდოდ, ქართველია

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ დას­ტურ­დე­ბა მალ­ტა­ში სრო­ლის შე­დე­გად დაჭ­რი­ლი ერთ-ერთი პირი არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. რო­გორც სა­გა­რეო უწყე­ბა­ აცხადებს, მალ­ტა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ჯერ არ მო­უხ­დე­ნი­ათ დაჭ­რი­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მალ­ტა­ში, ქა­ლაქ ბირ­ზე­ბუ­ჯა­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა ერთი და და­შავ­და ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გან ერთი, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

რო­გორც გა­მო­ცე­მა Malta Today იუ­წყე­ბა, ინ­ცი­დენ­ტი გუ­შინ, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 11:00 სა­ათ­ზე მოხ­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, უც­ნობ­მა პირ­მა, რო­მე­ლიც Toyota-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, სამ ემიგ­რანტ მუ­შას გა­უხ­სნა ცე­ცხლი. ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად, ერთი პირი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ორი და­იჭ­რა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი 45 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე აღ­მოჩ­ნდა.

პო­ლი­ცი­ას ჯერ არ და­უ­კა­ვე­ბია დამ­ნა­შა­ვე. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ოპე­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რე­ბენ მის და­სა­კა­ვებ­ლად. ასე­ვე უც­ნო­ბია ინ­ცი­დენ­ტის მო­ტი­ვე­ბი.

onalem

ტესტ