fbpx
საზოგადოება

სკოლები გაიხსნა და დაძაბულობა დაიწყო: დედა-შვილის ჩხუბი ნიღბის გამო და გოგონა, რომელიც სკოლაში არ შეუშვეს

საბერძნეთში სკოლების გახსნას და სასწავლო პროცესის დაწყებას უკვე მოჰყვა დაძაბულობა. ირკვევა, რომ ერთ-ერთი სკოლის შესასვლელთან დედა-შვილს შორის ჩხუბი მოხდა, რადგან ბიჭი შიგნით შესასვლელად ნიღბის გაკეთებას ცდილობდა, ხოლო დედა ამასთან დაკავშირებით სასტიკ პროტესტს გამოთქვამდა და პირბადე ძირსაც კი დაუგდო.

მეორე შემთხვევაში, გოგონა სკოლაში საერთოდ არ შეუშვეს, რადგან პირბადის გარეშე მივიდა.

ასევე, თესალონიკში მამამ შვილები სკოლაში პირბადის გარეშე გაუშვა და ამბობს, რომ ბავშვებმა მაქსიმუმ 1 წლის მანძილზე შეიძლება შეწყვიტონ სკოლაში სიარული:

“ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს ხდება. ბევრი ბევრი 1 წელი არ იარონ სკოლაში. 1 წელიწადში ვნახავთ რა სიმპტომები ექნებათ სხვა ბავშვებს.”

onalem

ტესტ