fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

24 წლის ბერძენი გოგონა – სატვირთოს პროფესიონალი მძღოლი

უცნაურად ჟღერს, მაგრამ დანიელა 24 წლის ასაკში სატვირთოს პროფესიონალი მძღოლია. ის საჭესთან 21 წლიდან ზის და ცხადია, ყველაზე ახალგაზრდა მძღოლია საბერძნეთში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ცხოვრობს, სურს, რომ იცოდნენ, თუ საიდან მოდის.

დანიელა გვარის დასახელებისგან თავს იკავებს. ის ქალაქ დრამადან არის და პატარა ასაკიდანვე იტაცებდა გზა, ტრანსპორტი და კონკრეტულად დიდი მანქანები.

არც თუ ისე ადვილია ევროპის გზებზე სატვირტოს მართვა, თანაც საათობით, ნებისმიერ ამინდში.

დანიელა საუბრობს, თუ რამხელა სიამოვნებას იღებს საკუთარი სამუშაოსგან. მთავარი უპირატესობა მოგზაურობა და უამრავი ახალი ადამიანის გაცნობაა.

ის ხშირად ხვდება სხვადასხვა გემებზე, რომლებზეც სატვირთოებია ხოლმე განთავსებული და დიდი ტვირთი გადაააქვთ. სწორედ აქ ნახულობს ის განტვირთვისთვის დროს.

როგორც გოგონა ამბობს, სატვირთოში ყოფნისას ის თავს როგორც სახლში ისე გრძნობს და პატარა ხალიჩაც კი აქვს. ფეხსაცმელს არასოდეს იცვამს. თუკი მისი მართვა არ უწევს, ყოველთვის მხოლოდ წინდებით დადის.

სატვირთოს მძღოლობა ევროპაში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი საქმიანობაა. მათ კარგად უხდიან და ახალ პროფესიონალებზე დიდი მოთხოვნაა.

onalem

ტესტ