fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენში ყოველი ზაფხული უფრო და უფრო საშიში ხდება – რას აცხადებენ ექსპერტები?!

ბერძნული მედიის მიერ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლებიც ათენის ეროვნული ობსერვატორიის მეცნიერებმა კლიმატთან დაკავშირებით ჩაატარეს. მათი დასკვნით, ათენის მოსახლეობა წლიდან წლამდე უფრო და უფრო დიდი რისკის ქვეშ დგება და ეს განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდს ეხება.

კერძოდ, კვლევამ აჩვენა რომ სიცხის “დარტყმა” ყოველ მომდევნო ზაფხულს უფრო დიდია და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ 2019 წლის ზაფხული არც თუ ისე სახარბიელო იქნება.

მზის რადიაცია, რომელიც საკმაოდ მაღალია ყოველ მომდევნო წელს, ათენში მცხოვრები თითოეული ადამიანის სხეულისთვის დიდი რისკის შემცველია. პირველი პრობლემა, რაც ამ დროს იჩენს თავს, არის დისკომფორტი ღამით, ძილის პრობლემები სიცხის გამო და ა.შ.

კვლევის მიხედვით, ათენში მზის რადიაცია მიმდინარე პერიოდში სამჯერ მაღალია, ვიდრე 1990 წელს იყო.

კლიმატურ ცვლილებებს აქტიურად ბოლო 50 წელია აკვირდებიან. აღმოჩნდა, რომ ახლა გაცილებით ადრე თბება და სიცხე გაცილებით დიდი ხნის მანძილზე ნარჩუნდება. 1970 წელს კი იგივე მაჩვენებლები ორჯერ ნაკლები იყო.

 

 

onalem

ტესტ