fbpx
საბერძნეთი

“ცუდი მდგომარეობა გვაქვს, არ ვიცით ვირუსის მომავალი” – ექსპერტთა მოსაზრება საბერძნეთში არსებულ ვითარებაზე

ტელეკომპანია Open-თან საუბრისას, პროფესორმა, ხარალამბოს გოგოსმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანაში არსებული მონაცემები არ არის დამაკმაყოფილებელი. თუმცა, პარალელურად გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ ვითარება გაუმჯობესდება.

“სურათი, რა თქმა უნდა, იქნება უკეთესი, ვიდრე წარსულში იყო. ვაქცინაციასთან ერთად სიტუაცია გაუმჯობესდება. მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიცით ვირუსის მომავალი, თუ რა მოხდება მუტაციებთან დაკავშირებით. საით წაიყვანენ სიტუაციას ისინი. 

ვერ გაგცემთ პასუხს იმაზე, თუ როდემდე გასტანს კარანტინი ატიკაში, ამ მომენტისთვის ეპიდმდგომარეობა არ არის კარგი, მონაცემები საკმაოდ შემაშფოთებელია. პრობლემა არის ის, რომ გვაქვს ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე ატიკასა და პატრასში, განსაკუთრებით. 

უნდა აღვნიშნო, რომ სისტემა ემზადება გაცილებით უარესისთვისაც, მაგრამ არანაირად არ გვსურს, რომ იქამდე მივიდეთ.”

მეორეს მხრივ, ექიმი და პროფესორი, ნიკოს კაპრაველოსი აცხადებს, რომ ზომების მოხსნაზე საუბარი ძალიან ადრეა.

“ვითარება გვიჩვენებს, რომ წინ ორი რთული თვე გვაქვს. მარტის დასასრულს, ვფიქრობთ, რომ მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს, აპრილში ამოვისუნთქებთ და კარგი ზაფხული გვექნება. რაც შეეხება კარანტინს, აუცილებლად მარტის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს.” 

 

onalem

ტესტ