fbpx
საბერძნეთი

ატიკაში ხანძარზე კონტროლი დაიკარგა – მოსახლეობის ევაკუაცია ლაგონისიდან, ანავისოდან და სარონიდადან

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ატიკაში გაჩენილ ხანძარზე, ძლიერი ქარის გამო, კონტროლი დაიკარგა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება გაგზავნილიყო შეტყობინება კონკრეტული დასახლებების ევაკუაციისთვის.

კერძოდ, საუბარია ანავისოზე, ლაგონისსა და სარონიდას ტერიტორიებზე – 112-იდან გაგზავნილ შეტყობინებებში აღნიშნულია, რომ თუკი იმყოფებით ამ ადგილებში, დაუყოვნებლივ უნდა გადაადგილდეთ.

როგორც ირკვევა, ქარმა ხანძრის კერა კიდევ უფრო გააღვივა და არსებობს შესაძლებლობა, რომ სხვა კერებიც ჩამოყალიბდეს, რაც ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. სახანძრო სამსახური იუწყება, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს საჰაერო ძალებს, რადგან სახმელეთო გზით მისი კონტროლის არეში მოქცევა უკვე შეუძლებელია.

არსებული ცნობებით, კუვარაში ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სუნთქვის პრობლემა აქვთ. ცეცხლი ვრცელდება ელვის სისწრაფით და როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ლაგონისის  მიმართულებით მიემართება.

onalem

ტესტ