fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთი მსოფლიოში პირველია, რომელიც პანდემიის სახიფათო ტალღის პიკში იხსნება” – გიორგოს პავლაკის

ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ბერძენი მკვლევარი და ექიმი, გიორგოს პავლაკისი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საბერძნეთში აკრძალვების მოხსნას, რომელიც მთავრობამ უკვე დააანონსა.

პავლაკისი იმედოვნებს, რომ საბერძნეთის მთავრობა უბრალოდ ერთგვარ ცდას ატარებს, რომლის საშუალებითაც უნდა დაინახოს, თუ საით წაიყვანს საპილოტე გახსნა ეპიდმდგომარეობას.

“საბერძნეთის ხელისუფლება მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს. რაც შეეხებათ მოქალაქეებს, ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ და არ უნდა შევიდნენ კონტაქტში ბევრ ადამიანთან, არ აქვს მნიშვნელობა, იარსებებს თუ არა აკრძალვები. ეს ძალიან რთულია.

ვფიქრობ, რომ ხალხი არ არის დაღლილი, ჯერ კიდევ უძლებს. თუკი ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, დახურვის გარდა სხვა გზა არ იქნება.

საბერძნეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც პანდემიის პიკში იხსნება, იმ ტალღის პიკში, რომელიც ძალიან სახიფათოა. ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დამოკიდებულია ჩვენი ყველას ქცევაზე.

აღნიშნული გახსნა გამოიწვევს ინფიცირებულთა რიცხვის მომატებას. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს ზრდა არ იქნება კრიტიკული. 

თუ გვინდა, რომ კარგი ზაფხული გვქონდეს, აღდგომის პერიოდი ისევ შეზღუდვებით უნდა გავატაროთ. თუ სიტუაციაზე კონტროლს აღდგომას დავკარგავთ, ზაფხული ბევრად უარესი იქნება,” აცხადებს პავლაკისი.

onalem

ტესტ