fbpx
საბერძნეთი

დიდი ტრაგედია საბერძნეთში – ΔΕΗ-ს სამ თანამშრომელს მუშაობისას დენმა დაარტყა და ადგილზე დაიხოცნენ

ტრაგედია ევიაში მოხდა, სადაც ΔΕΗ-ს სამი თანამშრომელი მუშაობისას გარდაიცვალა. საუბარია სამ მამაკაცზე, ორ ბერძენსა და ერთ ემიგრანტზე, რომელიც ალბანეთიდან არის. ისინი ელექტრო ენერგიის ბოძზე მუშაობდნენ, რა დროსაც დენმა დაარტყათ და სამწუხაროდ, ადგილზე დაიხოცნენ.

ირკვევა, რომ ბოძი, რომელზეც მუშაობდნენ, 20.000 ვოლტის ძაბვას ატარებს. ამ დროისთვის სამაშველო ჯგუფი ერთ-ერთის ცხედრის შემთხვევის ადგილიდან გამოთავისუფლებას ცდილობს, რაც საკმაოდ რთული ოპერაციაა, ხოლო დანარჩენი ორი მამაკაცი მიწაზე დაცემული იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტს გადაურჩა მათი მეოთხე კოლეგა, რომელიც მძიმედ არის დაშავებული.

ამ დროისთვის ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ