fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: გამვლელმა 5 წლის გოგონა გადაარჩინა, რომელიც მანქანაში მარტო იყო ჩაკეტილი და იგუდებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ევიაში, კერძოდ, კარავოს ტერიტორიაზე მოხდა, სადაც 5 წლის გოგონა მანქანაში ჩაიკეტა და რომ არა გამვლელი მამაკაცი, სავარაუდოდ, ყველაფერი ფატალურად დასრულდებოდა.

როგორც თავად მამაკაცი ამბობს, სახლში ფეხით ბრუნდებოდა, როდესაც სრულიად შემთხვევით მანქანაში ჩაკეტილი მცირეწლოვანი გოგონა შენიშნა. ბავშვი ფანჯრებს ურტყამდა ხელს და ყვიროდა, რომ ვეღარ სუნთქავდა, იგუდებოდა, ითხოვდა, დედისთვის დაეძახებინათ, რადგან მანქანის კარის გაღება არ შეეძლო.

ირკვევა, რომ საბოლოოდ მამაკაცმა დედამისს მიაგნო და მანქანა გახსნეს, რომ ბავშვი გამოეყვანათ, თუმცა, ცოტაც რომ დაეგვიანათ, არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა ეს ინციდენტი. აღსანიშნავია, რომ დედა მანქანასთან არც თუ ისე ახლოს იმყოფებოდა, ამბობს, რომ შვილი იქ ტანსაცმლის გამოსაცვლელად გაგზავნა, თუმცა, შემთხვევით შიგნით ჩაიკეტა.

მის განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა, მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია ამ ასაკის ბავშვის მანქანაში მარტო გაგზავნა.

საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა, დედის მხრიდან უყურადღებობის გამოჩენას შესაძლოა ისინი ტრაგედიამდეც მიეყვანა.

onalem

ტესტ