fbpx
საბერძნეთი

“პანდემია ისევ ფეთქდება და ძვირად დაგვიჯდება ზომების მოხსნა” – თეოდოროს ვასილაკოპულოს

პულმონოლოგიის პროფესორი, თეოდოროს ვასილაკოპულო ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე ზომების შემსუბუქებასა და ამ ფაქტის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობს.

პროფესორის განმარტებით, შეინიშნება ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვის მატება და ეს ნიშნავს, რომ პანდემია კვლავ აფეთქებას იწყებს.

“აშკარად ფიქსირდება პანდემიის ერთგვარი აფეთქება და როდესაც გადამდებიანობის მაჩვენებელი ერთეულის ზემოთ არის, ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ეს ყველაფერი გამოწვეულია სამი ფაქტორით: პირველი ის არის, რომ ომიკრონ 2 ნელ-ნელა დომინირებაში გადადის, მეორე არის ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნა და მესამე სამდღიანი დასვენებები, როდესაც მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად არღვევს უსაფრთხოების ზომებს.

ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება ყველგან, მთელ ევროპაში, საბერძნეთში მესამე დოზით აცრილთა რიცხვი კი, 50%-ია, რაც საკმარისი არ არის და ნიშნავს, რომ გვექნება ახალი ტალღა, შემოტევა და გარდაცვლილთა დიდი რიცხვი. ზომების შემსუბუქება ძვირად დაგვიჯდება,” აცხადებს თეოდორიკაკო.

უკრიანის ომის საკითხმა მეორე პლანზე გადაიტანა პანდემიის თემა, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და სიფრთხილის გამოჩენა კვლავ საჭიროა.

 

onalem

ტესტ