fbpx
საბერძნეთი

მატის ტრაგედია: 13 წლის გოგონას დედამ გარდაცვლილი შვილი ნახა და ამოიცნო

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა, რომლის ორი შვილი და ქმარი მატის ხანძრის დროს დაიკარგნენ, თავისი 13 წლის გოგონას, ევიტას ცხედარი ამოიცნო. როგორც უკვე ცნობილია, გოგონა ცეცხლს რომ გაქცოდა, 15 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადახტა და დაცემის შედეგად გარდაიცვალა. 11 წლის ანდრეა და მისი მამა გრიგორი კი ცეცხლის ტერიტორიაზე ჩაიკეტნენ და მას შემდეგ, მათი კვალი ქრება.

ქალის ნათესავი ტელეკომპანია Alpha-ს დაუკავშირდა:

“მან ევიტას ცხედარი ამოიცნო. გოგონა ტრამვირებული იყო და სწორედ ამის გამო შეძლო შვილი ენახა, თუმცა, ანდრას და გრიგორის ცხედრები ჯერ იდენტიფიცირებულიც კი არ არის. ქალს გულის სიღრმეში სჯერა, რომ ისინი ცოცხლები არიან. ამიტომ მან ყველა საავადმყოფოში გააგზავნა ფოტოები, იმ იმედით, რომ ისინი კომატოზურ მდგომარეობაში ან რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. იმედი მცირედია, მაგრამ ცოცხლობს.”

ამ ოჯახის ტრაგედია სამი წევრის დაკარგვით არ მთავრდება. ცნობილი გახდა, რომ დაღუპულია 6 თვის ჩვილი დედის ხელებში, რომელიც კვამლით გაიგუდა. გარდაცვლილი ბავშვიც ოჯახის ნათესავი იყო. მისი დედა “Evangelismos” საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის.

 

onalem

ტესტ