fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ კეფალონიის წყლებში 57 ემიგრანტი გადაარჩინა

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ კეფალონიის წყლებში მასშტაბური ოპერაციის შედეგად ათობით არალეგალი ემიგრანტი გადაარჩინა.

როგორც ირკვევა, ზღვაში დააფიქსირეს იალქნიანი ნავი, რომელზეც 57 ემიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის, არასრულწლოვნები და ქალები. ბერძნები დაუყოვნებლივ გაემართნენ მათკენ და ხმელეთზე ყველა უვნებელი გამოიყვანეს.

არსებული ცნობებით, ოპერაციის შემდეგ დააკავეს ორი მამაკაცი, რომელიც ემიგრანტების გადმომყვან პირად სახელდება, მათი ასაკი 26 და 28 წელია.

onalem

ტესტ