fbpx
საბერძნეთი

ერთ-ერთი ყველაზე ცივსისხლიანი კრეტული ვენდეტა: მამა, რომელმაც სასამართლოზე შვილის მკვლელი მოკლა

39 წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც რეთიმნოს ერთ-ერთ კაფეში 27 წლის მანოლის პაპადოსიფო მისივე ნაცნობის, იანის ვენიერაკის ტყვიებს ემსხვერპლა. ახალგაზრდა კრეტელის ეს ცივსისხლიანი მკვლელობა ვენდეტის საფუძველი გახდა და მომხდარიდან 5 წლის შემდეგ, მანოლის მამამ, იანის პაპადოსიფომ პირეას სააპელაციო სასამართლოზე საკუთარი შვილის მკვლელი სიცოცხლეს გამოასალმა.

თუმცა, რა იყო მკვლელობის მიზეზი?! როგორც ჩანს, ვენიერაკი გაბრაზებული იყო პაპადოსიფოზე, რადგან გოგონას, რომელთანაც იმ დროს ურთიერთობა ჰქონდა, უთხრა, რომ მასთან სიფრთხილე გამოეჩინა. ისინი რეთიმნოს კაფეში შეხვდნენ, სასაუბროდ გავიდნენ და რამდენიმე წამიანი ლაპარაკის შემდეგ ვენიერაკიმ ბიჭს გულის არეში ესროლა და ადგილზე მოკლა. ის გაიქცა, თუმცა, მალევე დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩანდა, რომ პაპადოსიფოს ოჯახისთვის ეს განაჩენი ერთგვარი შვება უნდა ყოფილიყო, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა. წლები გავიდა და როდესაც სააპელაციო სასამართლო გაიმართა, იანის პაპადოსიფო პროცესზე იარაღით მივიდა და ვენიერაკის 5-ჯერ ესროლა.

ცხადია, იანის პაპადოსიფო დააკავეს, მან კი განაცხადა: “ცოცხალი რომ იყოს, ისევ მოვკლავდი!”

onalem

ტესტ