fbpx
საბერძნეთი

“მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს და სახლებში არ შევიდეს! ამ მიწისძვრას აუცილებლად მოჰყვება მომდევნო ძლიერი ბიძგებიც” – ბერძენი სეისმოლოგები

ცნობილი სეისმოლოგი, გერასიმოს ხულიარასი მედიასთან საბერძნეთში დღეს მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც უკვე ცნობილია, ელასონაში დაფიქსირდა 6 ბალიანი მიწისძვრა.

“6 ბალიანი მიწისძვრა ნამდვილად იყო მთავარი მიწისძვრა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ. ამას აუცილებლად მოჰყვება მომდევნო, ძლიერი ბიძგები. 

ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ მოვუწოდებ, მოსახლეობას, რომელიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს, რომ იყოს ძალიან ფრთხილად.”

როგორც თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორი, მანოლის სკორდილისი აცხადებს, ეს ტერიტორია საკმაოდ აქტიურია სეისმური თვალსაზრისით და ადასტურებს, რომ მომდენო 24 საათის მანძილზე ბიძგები ნამდვილად მოსალოდნელია.

“სკოლები ხვალ არ უნდა გაიხსნას და ზოგადად, მოსახლეობამ უნდა იფრთხილოს. ეპიცენტრის ზონაში მაცხოვრებლები სახლებში მომდევნო საათების მანძილზე არ უნდა შევიდნენ,” ამბობს სკორდილისი.

ზარალი მესოხორიში:

onalem

ტესტ