fbpx
საბერძნეთი

“სახლში დაწვეს ქალი, რომელიც ჩემს ოჯახში მუშაობდა და ჩემს შვილებს უვლიდა, ვერასოდეს დავივიწყებ ამ სისასტიკეს” – ბერძენი მამაკაცი, რომელიც ღაზადან 7 კმ-ში ცხოვრობდა

ბერძენი მამაკაცი, რომელიც ისრაელში ცხოვრობდა, უპრეცენდენტო შემთხვევების შესახებ ჰყვება და ვერ მალავს, როგორი შეძრულია არაადამიანური ფაქტით, რომ ჰამასის ტერორისტებმა ქალბატონი, რომელიც მის ოჯახში მუშაობდა და მის მცირეწლოვან ბავშვებს უვლიდა, მისსავე სახლში დაწვეს.

მაკის ლევი ღაზადან 7 კილომეტრში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და საბერძნეთში ომის დაწყების შემდეგ დაბრუნდა. როგორც ამბობს, ტერორისტები სულ რაღაც 1 კილომეტრში იყვნენ მისი სახლიდან.

“შოკისმომგვრელი იყო, რომ ისინი სულ რაღაც 1 კილომეტრში იყვნენ ჩვენი სახლიდან, მითუმეტეს როცა იცი, რომ 2 ბავშვი გყავს თავშესაფარში და იცი ისიც, რომ ამ ადამიანებმა მახლობელ დასახლებაში ხალხი სახლებშივე დახოცეს. ეს არ არის ომი, ეს ყველაფერი უკვე ცხოველობასა და სისასტიკეშია გადაზრდილი.

იქიდან პირდაპირ არ წამოსულვართ, შეუძლებელია.. ჩვენი ომის რუტინა იყო, რომ როდესაც სირენები გვესმოდა, თავშესაფარში ჩავდიოდით. ვხვდებით, ეს ყველაფერი გაგრძელდება მხოლოდ რამდენიმე საათი თუ დღეები და თუ ვხვდებით, რომ ეს რამდენიმე საათის საქმე არ არის, მაშინ ვალაგებთ და აეროპორტში მივდივართ. ბავშვებისთვის მთავრდება ომი და მოვდივართ საბერძნეთში ბებია-ბაბუასთან.

თავისსავე სახლში დაწვეს ქალბატონი, რომელიც ჩემს ოჯახში მუშაობდა და საღამოობით ჩემს შვილებს იტოვებდა, უვლიდა. ისინი 8 და 10 წლის არიან. ვერასოდეს დავივიწყებ იმ სისასტიკეს, რაც ვნახე, დაძინებაც არ შემიძლია, ძალიან რთულია,” ამბობს ბატონი მაკი.

 

 

onalem

ტესტ