fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კაფეში 10 ადამიანი ერთად იჯდა, რის გამოც მფლობელი 5.000 ევროთი დააჯარიმეს

50 წლის მამაკაცი საბერძნეთის პოლიციამ 5.000 ევროთი დააჯარიმა, რადგან საკუთარ კაფეში უსაფრთხოების ნორმები დაარღვია.

როგორც ცნობილი გახდა, ლამიაში ჩატარებული კონტროლის შედეგად, კაფეს შიდა ტერიტორიაზე დააფიქსირეს დაახლოებით 10 ადამიანი ერთად, რაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე აკრძალულია.

თავდაპირველად მფლობელი დააპატიმრეს და ჯარიმაც გამოუწერეს, თუმცა, მოგვიანებით პროკურორის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

50 წლის მამაკაცს 5.000 ევროს გადახდა მოუწევს.

onalem

ტესტ