fbpx
საბერძნეთი

უსიამოვნო თავგადასავალი საბერძნეთში ტურისტისთვის: მან სანაპიროზე პარკში ცხედარი იპოვა

საბერძნეთში დასასვენებლად ჩამოსული იტალიელი მამაკაცისთვის ეს ზაფხული არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებებს შეიცავს. როგორც ირკვევა, ულამაზეს კუნძულ კუფონისზე, რომელიც ნაქსოს ქვემოთ მდებარეობს, მან ადამიანის ცხედარი იპოვა.

არსებული ცნობებით, იტალიელი ნავით მოძრაობდა ფიკიოს სანაპიროზე, სადაც საეჭვო პარკი შენიშნა, როდესაც შეამოწმა შემზარავი სანახაობის წინაშე დადგა – ეს იყო ადამიანის ცხედარი, უკვე თითქმის მთლიანად გახრწნილ მდგომარეობაში.

ტურისტმა დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას და შესაბამისი უწყებები ადგილზე მივიდნენ, ცხედარი კი, საავადმყოფოში გადაასვენეს.

onalem

ტესტ