fbpx
საბერძნეთი

რამდენად არის გაზრდილი ქირის ფასი ათენის უბნებში?! – პატისიონზეც კი, ბინები 14%-ით უფრო ძვირია, ვიდრე შარშან

უძრავ ქონებაზე, როგორც ყიდვის, ასევე ქირავნობის საფასური რომ საკმაოდ არის გაზრდილი, უკვე დიდი ხანია შესამჩნევია. საინტერესოა, როგორ ვითარდება აღნიშნული ტენდენცია ატიკის რეგიონში, სადაც ყველაზე იაფ უბნებშიც კი, ფასები ელვის სისწრაფით იზრდება.

მაგალითისთვის: გუდის უბანში ქირის ფასი საშუალოდ 10,8 ევროა კვადრატულ მეტრზე, რაც ნიშნავს, რომ 2022 წელთან შედარებით მაჩვენებელი გაზრდილია 26%-ით, რაც შეეხება პატისიონსა და ახარნონს, ქირავნობის საშუალო ფასი აღწევს 7,9 ევროს კვადრატულ მეტრზე, რაც ნიშნავს, რომ ფასი გაზრდილია 14%-ით გასულ წელთან შედარებით. ათენის ცენტრში ფასები გაზრდილია 19%-ით, ხოლო ზოგრაფუზე, 2022 წელთან შედარებით, ბინები 9%-ით უფრო ძვირად ქირავდება.

რაც შეეხება ყიდვა-გაყიდვას, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება პეფკის ტერიტორიაზე (ჩრდილოეთით მდებარე გარეუბანი) +34%, შემდეგ მოდის მოსხატო +27%-იანი ზრდა, აგია პარასკევი, სადაც ბინები 25%-ით უფრო გაძვირდა.

თუ სახლის შეძენა გსურთ, ამ ეტაპზე ყველაზე ეკონომიურ უბნებად სახელდება: ატიკის ტერიტორია, სადაც ყიდვისთვის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 1.310 ევროა, შემდეგ მოდის პატისია, 1.324 ევროა კვადრატულ მეტრზე, ტაბურია-აგია სოფია (პირეას), სადაც კვადრატულ მეტრზე ფასი 1.415 ევროა.

onalem

ტესტ