fbpx
ეკონომიკა

“ჩვენი მიზანია საბერძნეთის სუპერმარკეტებში 500-მდე პროდუქტი გაიაფდეს” – კოსტას სკრეკას

განვითარების მინისტრმა, კოსტას სკრეკასმა ძირითად პროდუქტებზე და მათი ფასების რეგულირების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განმარტა, თუ რა არის ამ ეტაპზე მთავრობის მიზანი.

“აუცილებელია, რომ ძირითად პროდუქტებზე ფასები შემცირდეს და ჩვენ ამისთვის შესაბამისი ზომების განხორციელება უკვე დავიწყეთ. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტები, რომელთა გაიაფებასაც მომწოდებლები გადაწყვეტენ მინიმუმ 5%-ით მაინც, თაროებზე სპეციალური აბრებით იქნება მონიშნული. ფასების კლება განსაზღვრული უნდა იყოს მინიმუმ 6 თვით. 

მთავრობის და კონკრეტულად, განვითარების სამინისტროს მიზანია, რომ მინიმუმ 500 პროდუქტზე მაინც შემცირდეს ფასები, საუბარია იმ პროდუქტებზე, რომლებიც ოჯახებისთვის ყველაზე ძირითადი და აუცილებელია. შესაძლებელია თავიდან ვხედავდით, რომ გვქონდა გაცილებით მაღალი ფასები, ვიდრე მაგალითად: ბარსელონაში, მაგრამ ახლა თუ კონკრეტული 11 პროდუქტი უფრო ძვირია, არსებობს კიდევ სხვა 17 პროდუქტი, რომელიც გაცილებით იაფია, ვიდრე ბარსელონაში. ვხედავთ, რომ ფასების კლება დაწყებულია. 

გვინდა მივაღწიოთ ფასების მუდმივ შემცირებას, ჩვენი მიზანი არ არის, რომ გვქონდეს მუდმივი ცვლილებები და მომხმარებლები 1+1 აქციას ელოდებოდნენ, რაიმეს შესაძენად,” აცხადებს სკრეკასი.

onalem

ტესტ