fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

საბერძნეთი: მოამზადეთ ბარათები – 300 ევროს ზემოთ ნაღდი ფულით გადახდა შეუძლებელი იქნება

საბერძნეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ძალაში უახლოეს მომავალში შევა, მოსახლეობას 300 ევროს ზემოთ შენაძენზე პლასტიკური ბარათით გადახდა მოუწევს. აღნიშნული რეფორმის მიზანია არა მხოლოდ საბანკო გადარიცხვების და ბრუნვის გაზრდა, არამედ საგახადახადო ვალდებულებებისგან თავის არიდების აღმოფხვრა, რომელსაც სხვადასხვა დაწესებულებები ხშირად ცდილობენ.

ბერძნული მედია იუწყება, რომ ნაღდი ფულით შევიძენთ მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელთა ღირებულებაც 300 ევროს არ აღემატება. ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით არსებულ სავაჭრო თუ სხვა დაწესებულებებს აქვთ ვალდებულება დადგან აპარატები (POS), რომელთა საშუალებითაც კლიენტები ბარათით გადახდას შეძლებენ.

დაწესებულებების სია, რომელთაც ეს მოეთხოებათ, ნელ-ნელა ვრცელდება:

  1. საბავშვო ბაღები
  2. კატერების-იახტების და მსგავსი სახის ტრანსპორტის შეკეთების სერვისი
  3. საფოსტო და მიტანის სერვისები
  4. ტაქსის სერვისი
  5. კიოსკები.

იმ შემთხვევაში, თუკი ზემოაღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, კომპანიები და მცირე სავაჭრო დაწესებულებები 1, 500 ევროთი დაჯარიმდებიან.

ამრიგად, საბერძნეთში ბარათით გადახდა სავალდებულო ხდება, თუკი ძვირადღირებული პროდუქციის შეძენას ვგეგმავთ.

onalem

ტესტ