fbpx
ეკონომიკა

“ომის გამო ფასები გაიზრდება, მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია” – ადონის გეორგიადის

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ ტელეკომპანია ΑΝΤ1-თან იმ გავლენებზე ისაუბრა, რომლებიც ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომს ექნება. საუბარია ენერგეტიკულ კრიზისზე, რაც შეეხება საბერძნეთსაც.

გეორგიადის ყურადღების მიღმა არ დარჩენია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ბრალდება საბერძნეთის მიმართ, რომელმაც ქვეყანა უპრეცენდენტო ანტირუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ ქალბატონის სანდოობა ნულს უდრის.

მინისტრი ადასტურებს, რომ ეს ომი და ევროპის მიერ რუსული ნავთობის ბაზრის სრული ბლოკადა, უკიდურესად გაზრდის საწვავის ფასს. ამასთანავე მოიმატებს ხორბლის ფასიც: “დღეები, რომლებსაც ჩვენ გავდივართ ძალიან რთულია და მომავალი, ჯერ კიდევ გაურკვეველი,” ამბობს ის.

გეორგიადიმ აღნიშნა, რომ საბერძნეთში უკვე ფიქსირდება ენერგეტიკული კრიზისი, თუმცა, აცხადებს, რომ ევროპა მხარს დაუჭერენ საბერძნეთს ამ რთულ პერიოდში.

ამას გარდა, რამდენიმე დღის წინ იანის იკონომუმ საჯაროდ განაცხადა, რომ საბერძნეთის მთავრობის მიერ აუცილებლად იქნება სპეციალური პროგრამები, მოსახლეობისთვის ფინანსური წნეხის შესამსუბუქებლად, რომელსაც ეს ომი გამოიწვევს.

onalem

ტესტ