fbpx
ეკონომიკა

პროდუქტები, რომლის ფასებსაც მალე “ვეღარ შევწვდებით” – ციკლონის კატასტროფული შედეგები საბერძნეთში

კლიმატურმა ფენომენმა, რომელმაც თესალიას გადაუარა და ყველაფერი დატბორა, რაც გზად შეხვდა, სხვა პრობლემებიც გამოიწვია, რომლებიც მოსახლეობის ჯიბეზე სულ მალე აისახება. როგორც ირკვევა, ძვირდება პროდუქტები, რომლებიც დეფიციტშია და ორმაგი და სამმაგი ფასები გვხვდება უკვე არა მხოლოდ მაღაზიებში, არამედ ქუჩის ბაზრებშიც კი, სადაც მოსახლეობა სწორედ იმიტომ დადის, რომ შედარებით იაფად შეიძინონ ჯანსაღი პროდუქტები.

მაგალითისთვის ლარისას ყველაზე დიდ ბაზარში, სად არსებული ფასებიც ნამდვილად უპრეცენდენტოა, ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ჟურნალისტი იმყოფებოდა და სიუჟეტიც შემოგვთავაზა. ირკვევა, რომ 1 ცალი კიტრის ფასი 1 ევრომდეა, როცა ადრე 3 ცალის ყიდვა შეიძლებოდა 1 ევროდ, რაც შეეხება მოპიდორს, კილოს ფასი 3 ევრომდე გაიზარდა, როცა 1,20 ევრო ღირდა. სალათის ფურცლების ფასი 1 ევროდან 5 ევრომდეა გაზრდილი და ა.შ.

წყალდიდობის გამო შეუძლებელია პროდუქტების შეგროვება პლანტაციებიდან და ბაღებიდან, შესაბამისად, ყველაფერს ოქროს ფასი ედება. როგორც თავად მწარმოებლები აცხადებენ, როდესაც არსებობს დეფიციტი, მოქმედებაში შედის ე.წ. “ბაზრის კანონი”, რომ ყველაფერი ავტომატურად ძვირდება.

გარდა ბოსტნეულისა, სერიოზული პრობლემებია შექმნილი რძის მრეწველობის სფეროში, რომლის ძალიან დიდი პროცენტიც მოდის ტრიკალაზე. ტრიკალა ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ტერიტორიაა საბერძნეთში.

onalem

ტესტ