fbpx
საბერძნეთი

1 ივნისიდან მწვანე ციფრული სერტიფიტაკი საბერძნეთში – Green Pass მოგზაურობისთვის

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში მწვანე ციფრული სერთიფიკატი 1 ივნისიდან შევა ძალაში. საბერძნეთი და გერმანია ის ქვეყნებია ევროპაში, რომლებმაც პირველებმა დაასრულეს ტექნიკური სამუშაოები და მოამზადეს QR კოდი.

როგორც უკვე ცნობილია, ეს იქნება სერთიფიკატი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, გაკეთებული გაქვთ თუ არა ვაქცინა, გაქვთ თუ არა გადატანილი კორონავირუსი და გაქვთ თუ არა გაკეთებული ტესტი კორონავირუსზე, გამომგზავრებამდე. ანუ ის ყველაფერი, რაც ისედაც აუცილებელია მოგზაურობისთვის, თუმცა, ციფრული სახით.

1 ივნისიდან შესაძლებელი იქნება მოგზაურობა მხოლოდ ტელეფონში ციფრული სერთიფიკატის ჩამოტვირთვის საშუალებით, რომელშიც ასევე შევა PLF ფორმა, სადაც უთითებთ თქვენს ასაკს, სქესს, წარმოშობის ქვეყანას და ა.შ.

Green Pass იძლევა ბევრად თავისუფალი გადაადგილების საშუალებას და იქნება პრაქტიკული.

ცხადია, მოგზაურობა შესაძლებელი იქნება ბეჭდური დოკუმენტებითაც, დამატებითი ინფორმაცია კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ