fbpx
საბერძნეთი

სამი ადამიანი ირაკლიოს საავადმყოფოებში AstraZeneca-თი აცრის შემდეგ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ირაკლიოს საავადმყოფოებში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ სამი ადამიანია მოთავსებული.

საზოგადოებამ უკვე იცის 35 წლის მამაკაცის შესახებ, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ თრომბი ორჯერ განუვითარდა და ოპერაციაც ორჯერ ჩაუტარდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საუბარია კიდევ ორ ადამიანზე, 44 და 47 წლის, რომლებსაც ასევე გამოუვლინდათ გვერდითი მოვლენები და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ამ დროისთვის ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, თუ ზუსტად რა იწვევს მათი ჯანმრთელობის გაუარესებას, თუმცა, პარალელურად AstraZeneca-თი აცრები არ წყდება.

ΠΑΓΝΗ-ს საავადმყოფოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 35 წლის მამაკაცის შემთხვევაში თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ თრომბოზი ვაქცინის შედეგია, ხოლო მამაკაცი არ აპირებს, რომ მეორე დოზა გაიკეთოს არცერთი ვაქცინით.

უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება დამატებითი დეტალები.

onalem

ტესტ