fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! საბერძნეთში კარანტინი გადავადდა, იხურება მაღაზიები, სალონები – ყველაფერი, რაც აქამდე მუშაობდა

რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთის მთავრობის სპიკერის, სტელიოს პეცას მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, საბერძნეთში კარანტინი კიდევ გადავადდა და ძალაში იქნება 2021 წლის 11 იანვრამდე. თუმცა, ზომები მკაცრდება და იხურება ყველაფერი, რაც კი აქამდე მუშაობდა.

კერძოდ, ხვალიდან იხურება:

სილამაზის სალონები

ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სალონები

წიგნების მაღაზიები

ყველა ის მაღაზია, რომელიც მუშაობს Click Away-ს მეთოდით.

*ეკლესიები რჩება დაკეტილი.

გადაადგილება იკრძალება საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე და არა 22:00 საათიდან, როგორც ეს აქამდე იყო. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემისა და სამსახურის მიზეზით გადაადგილების გამო, ასევე თუკი შინაური ცხოველის საჭიროებების გამო გადაადგილდებით, მხოლოდ სახლთან ახლოს.

პეცას განცხადებით, 11 იანვარს გაიხსნება სკოლები და სწორედ ამიტომ მიიღო მთავრობამ აღნიშნული ზომები, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს ბავშვების მერხებთან დაბრუნება.

onalem

ტესტ