fbpx
საბერძნეთი

მკაცრი კარანტინი 1 კვირით საბერძნეთში – რა იქნება 11 იანვრის შემდეგ?!

როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთში მკაცრი კარანტინის 1 კვირით გადავადება დაანონსდა. მთავრობას აქვს გეგმა, გაიხსნას სკოლები 11 იანვარს, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დახურულიყო ყველაფერი, რაც კი შობა-ახალ წლამდე მუშაობდა.

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, რა იქნება 11 იანვრის შემდეგ?! როგორ შევიძენთ სასურველ ნივთებს და როდის გვექნება ისევ წვდომა სილამაზის სალონების მომსახურებაზე?!

სტელიოს პეცას განცხადებით, 11 იანვრიდან, სკოლების გახსნასთან ერთად, მუშაობას აღადგენენ სილამაზის სალონები, ის სალონები, რომლებიც მუშაობენ ფრჩხილების მოწესრიგებაზე და მაღაზიები ისევ ამუშავდება Click Away-ს მეთოდით.

ამრიგად, 1 კვირაში ყველა ის დაწესებულება, გარდა კაფე-ბარებისა და რესტორნებისა, რომლებიც მუშაობდა აქამდე, ისევ გაიხსნება.

ცხადია, კონკრეტული გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ყველა აღნიშნული განცხადება, რომელიც მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთდა, შესაძლოა შეიცვალოს, თუკი მდგომარეობა დამძიმდება.

ექსპერტთა პროგნოზით, საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა მოსალოდნელია თებერვლის ბოლოსთვის, თუკი მოსახლეობამ მიღებული ზომები მკაცრად არ დაიცვა.

onalem

ტესტ