fbpx
მოგზაურობასაბერძნეთი

უნიკალური პატარა კუნძული საბერძნეთში, რომელსაც კუს ფორმა აქვს

მარათონისი უნიკალური პატარა კუნძულია, რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს და ნამდვილი ოაზისია. ეს კუნძული ზაკინთოს ნაციონალურ საზღვაო პარკს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ აქ აკრძალულია საზღვაო ტრანსპორტის მუდმივი გაჩერება.

რატომ?!

იმიტომ, რომ მარათონისი შეტანილია Natura 2000-ის დაცვის პროგრამაში, რადგან ამ სანაპიროებზე ზღვის კუების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მრავლდება. სწორედ ეს არის კუნძულის უნიკალურობა, იმასთან ერთად, რომ თვითონაც კუს ფორმა აქვს.

მარათონისს აქვს ორი ზღაპრული სანაპირო, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის ორგანიზებული, აქედან გამომდინარე შენარჩუნებულია ბუნებრივი სილამაზე.

კუნძულამდე მიღწევა მხოლოდ ნავის საშუალებით არის შესაძლებელი და დასაშვებია ცურვა მის ლაჟვარდოვან წყლებში.

ის დასახლებული იყო მხოლოდ მეორე მსოფლიო ომამდე, მას შემდეგ კი, იქ არავინ ცხოვრობს.

 

onalem

ტესტ