fbpx
პოზიტივი

რეთიმნო – ქალაქი, რომელიც მომხიბვლელია წელიწადის ნებისმიერ დროს

რეთიმნო არის ქალაქი, რომლის სტუმრობისას ნამდვილად დროში იმოგზაურებთ. მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, ვენეციური თაღები და რეზიდენციები – ეს ყველაფერი ერთად უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის.

საბერძნეთში შუასაუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ და შემონახულ ქალაქში აღმოაჩენთ წარსული მემკვიდრეობის უამრავ ნიმუშს, უნიკალურ ძეგლებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ფორტეძა, ვენეციური ციხესიმაგრე, რომელიც პალეოკასტროს მთაზეა განთავსებული. აქედან იშლება ულამაზესი ხედი ზღვაზე.

ციხესიმაგრეში შემორჩენილია უძველესი საბრძოლო იარაღები, საეპისკოპოსო სასახლის ნანგრევები, სულთან იბრაჰიმის მეჩეთი და ა.შ.

რეთიმნო საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ქალაქად ითვლება, რომელიც ერთნაირად ლამაზია წელიწადის ნებისმიერ დროს.

onalem

ტესტ