fbpx
საბერძნეთი

დღეს საღამოდან საბერძნეთში ამინდი უარესდება – საგანგებო პროგნოზი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს საღამოდან საბერძნეთში ამინდი უარესდება. მოსალოდნელია აფრიკული მტვრის შემოდინება, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი და ნავარაუდევია წვიმა.

კერძოდ, საღამოს საათებიდან ღრუბლიანობა მოიმატებს თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ძლიერი წვიმის ფენომენი ეგეოსის კუნძულებზე გააქტიურდება.

ღამით მოსალოდნელია თოვლიც კი, ქვეყნის დასავლეთით, ცენტრალურ და ჩრდილოეთით მდებარე მთიან რეგიონებში. აფრიკული მტვრის შემოდინება გამოიწვევს დილისა და საღამოს საათებში ხილვადობის შემცირებას, ჩრდილოეთ საბერძნეთში მოსალოდნელია ყინვაც.

ატიკის რეგიონში პერიოდულად იწვიმებს საღამოს საათებში, ჰაერი კი 6-დან 16 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება თესალონიკში, წვიმა მოსალოდნელია ღამით, ტემპერატურა 4-დან 14 გრადუსამდე იმერყევებს ქალაქის ცენტრში, ხოლო გარეუბნებში 5-6 გრადუსით ნაკლები იქნება.

 

onalem

ტესტ