fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პოლიცია ათენიდან გასვლის მსურველებს უკან აბრუნებს – გადაადგილების აკრძალვა საბერძნეთში

როგორც უკვე ცნობილია, ბოლო ორი დღის მანძილზე ათენი ბევრმა ადამიანმა დატოვა, ვინაიდან კარანტინის გატარება დედაქალაქში არ სურდათ. ვინც გასვლა მოასწრო, იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან დღეს დილიდან პოლიცია მაქსიმალურად არის მობილიზებული გასასვლელებში და კონტროლს აწარმოებს.

ირკვევა, რომ დღესაც აღმოჩნდნენ ათენიდან გასვლის მსურველები, რომლებიც ოფიცრებმა უკან გააბრუნეს და ქალაქიდან გასვლის უფლება არ მისცეს. რამდენიმე მძღოლს ჰქონდა შესაბამისი საბუთი, რომელიც გადაადგილების უფლებას აძლევდათ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გადაადგილების მიზეზის დაუსაბუთებლობის შემთხვევაში ჯარიმა 150 ევროს ნაცვლად 300 ევროთი განისაზღვრება.

იხილეთ ვითარება:

onalem

ტესტ