fbpx
პოზიტივი

“ოცნებები ხდება” – ბიჭი, რომელიც საბერძნეთში არასრულწლოვანი სრულიად მარტო ჩამოვიდა და დღეს კაპოდისტრიის უნივერსიტეტში ფრანგული ენის ფაკულტეტზე ჩაირიცხა

ბერძნული მედია მიგრანტი ბიჭის შესახებ გვიყვება, რომელიც კარგი მაგალითია იმისა, რომ ოცნებები ხდება და მაშინაც კი, როდესაც წარმატების შანსები თითქოს, მინიმუმზე კიდევ უფრო დაბალია, არ უნდა დანებდე და სასურველი შედეგი აუცილებლად დადგება.

როგორც ცნობილი გახდა, დება ჩაირიცხა ათენის კაპოდისტრიის სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში, სწორედ იმ ფაკულტეტზე, რომელიც არჩეული ჰქონდა და ფრანგული ენის ფილოლოგიას ისწავლის. მან მზადება მხოლოდ და მხოლოდ სამი წლის წინ, 2020 წელს დაიწყო და უამრავი გათენებული ღამისა და დაბრკოლების შემდეგ, ამ წარმატებას მიაღწია. ყველა თვლიდა, რომ დებას უნივერსიტეტში ჩარიცხვის შანსები უკიდურესად დაბალი იყო, მაგრამ მან ეს დამოკიდებულება დაანგრია და მოხვდა ზუსტად იქ, სადაც ისურვა!

დება საბერძნეთში სრულიად მარტო, მშობლების გარეშე ჩამოვიდა, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გადის ყველა არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც სრულიად უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო რჩება, თუმცა, დებამ ცხოვრების სწორი გზით გაგრძელება არჩია და დღეს უკვე ათენის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტია, ისევე როგორც მისი ასაკის ნებისმიერი სხვა სტუდენტი, რომელსაც მშობლებისა და გარემოს ხელშეწყობა აქვს.

 

onalem

ტესტ