fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი იწვოდა, ატიკის გუბერნატორი, გიორგოს პატული კი, ზეიბეკიკოს ცეკვავდა

მაშინ, როცა საბერძნეთის რამდენიმე რეგიონი იწვოდა და ფაქტობრივად, დღესაც იწვის, გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ცეკვავს ატიკის გუბერნატორი, გიორგოს პატული არაჩვეულებრივი განწყობით, ზეიბეკიკოს ზაპიოში. ეს ყველაფერი 27 ივლისს ხდებოდა, როცა კონკრეტული ტერიტორიებიდან ჯერ კიდევ ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობდა.

როგორც ირკვევა, ამ კადრებმა კირიაკოს მიცოტაკის და მთავრობის სხვა წარმომადგენლებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მითუმეტეს, რომ გუშინ თანამდებობა დატოვა სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ნოტის მიტარაკიმაც, რომელიც ხანძრების დროს დასასვენებლად იყო წასული.

თავად პატული საჯაროდ იხდის ბოდიშს და აცხადებს, რომ ეს შეცდომა და შეუსაბამო საქციელი იყო, მაგრამ არ იმალება:

“ეს იყო ცუდი მომენტი, რომლისთვისაც მინდა გულწრფელად მოვიხადო ბოდიში. მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ვამტკიცებდი, რომ არ ვიმალები რთულ დროს და მაქვს პოლიტიკური გამბედაობა ვაღიარო და გამოვასწორო ჩემი შეცდომები,” აცხადებს გუბერნატორი.

onalem

ტესტ