fbpx
საბერძნეთი

ანო ლიოსია: საკუთარი სახლის აივანზე მყოფ მამაკაცს ბრმა ტყვია მოხვდა და სასწაულებრივად გადარჩა

შოკისმომგვრელი შემთხვევა ატიკის რეგიონში, კერძოდ, ანო ლიოსიას ტერიტორიაზე მოხდა. მამაკაცი, რომელიც საკუთარი სახლის აივანზე იმყოფებოდა, ბრმა ტყვიისგან დაშავდა და ფაქტობრივად, სრულიად შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

“აივანზე გამოვედი, ყავის მისართმევად და როგორც კი დავჯექი, გავიგონე სამჯერ გასროლის ხმა. ხმა არ მოდიოდა ანო ლიოსიიდან, არამედ ზეფირიდან, მაგრამ ტყვიამ აქამდე მოიღწია და ვიგრძენი, რომ ფეხში, მუხლს ზემოთ მომხვდა. იმ წუთას სულ ცოტათი წინ რომ ვყოფილიყავი და არა იმ იმ ადგილას, სადაც დაჯდომას ვაპირებდი, ტყვია შესაძლოა პირდაპირ თავში მომხვედროდა. 

მდენი სისხლი რომ დავინახე, პანიკაში ჩავვარდი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და პოლიციაც სწრაფად მოვიდა ადგილზე,” აცხადებს მამაკაცი.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, თუ კონკრეტულად საიდან მოხდა სროლა და რა მიზეზით.

 

onalem

ტესტ