fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერძნებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა

ბერძნული მედია საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ირკვევა, რომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უკრაინაში მყოფ ბერძნებს (დაახლოებით 2.000 ადამიანი), რომ დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

ნიკოს დენდიამ სამინისტროში შეხვედრა დღეს დილით გამართა, რომელსაც ეროვნული თავდაცვის გენერლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კატეგორიულად იკრძალება ნებისმიერი მგზავრობა უკრაინის ტერიტორიაზე, ხოლო მკაცრი რეკომენდაცია და მოწოდება გაიცემა ბერძნების მიმართ, რომ დატოვონ ქვეყანა და დაბრუნდნენ სამშობლოში.

ამას გარდა, სამინისტრო იუწყება, რომ ბერძნებმა, რომლებიც ჯერ არ წასულან, დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ საბერძნეთის კიევში მდებარე საკონსულოს თავიანთი საკონტაქტო მონაცემები.

onalem

ტესტ