fbpx
კრიმინალი

“მეგონა, შვილები სანდო ხელში დავტოვე” – ვინ არის კიფსელზე მოკლული 7 წლის ანდრეას მამა

ბერძენმა ჟურნალისტებმა მიაგნეს კიფსელზე მოკლული 7 წლის ანდრეას მამას, რომელიც პოლონეთში წლების წინ წავიდა და ეგონა, რომ შვილები სანდო ხელში დატოვა. მამაკაცი ჰოსპიტალიზირებულია და მთელი ამ ხნის მანძილზე ბავშვებთან კონტაქტი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ოჯახს ჰყავდა კიდევ ერთი გოგონა, რომელიც უკვე საკმაო ხანია მინდობით აღზრდაშია. მან, ფაქტობრივად, თავი დააღწია ოჯახურ ძალადობას.

როგორც ირკვევა, ბავშვების ბიოლოგიურ მამას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მის გოგონას სხვა ოჯახი ზრდის. მისი თქმით, როდესაც წავიდა, 29 წლის ხრისტინა მანიატაკი კარგი დედა იყო, ბავშვებზე ზრუნავდა, სკოლაში დაჰყავდა და სახლშიც კარგი გარემო იყო. მამაკაცი განმარტავს, რომ ყოფილ მეუღლესთან რამდენჯერმე სცადა დაკონტაქტება, მაგრამ არცერთხელ უპასუხა.

7 წლის ანდრეას მამა გამოთქვამს სურვილს, რომ საბერძნეთში ჩამოვიდეს და პასუხი აგებინოს ყოფილი მეუღლის პარტნიორს მომხდართან დაკავშირებით.

onalem

ტესტ