fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 1.000 პოლიციელი, რომელიც აქამდე მაღალჩინოსნებს იცავდა, ქუჩებში გამოდის

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, დაახლოებით 1.000 პოლიციელი, რომელიც აქამდე მაღალჩინოსნებს იცავდა, ქუჩებში გამოდის და ჩვეულებრივ პატრულირებას შეასრულებს.

როგორც ირკვევა, მათ გადაიყვანენე “პირველ ხაზზე”, ვინაიდან ითვლება, რომ ის პირები, რომლებსაც აქამდე იცავდნენ, აღარ წარმოადგენენ “სამიზნეს” და აღარ საჭიროებენ პირადი დაცვის ყოლას.

1.000 პოლიციელი აქამდე ემსახურებოდა პოლიტიკიდან წასულ ან მრავალი წლის წინ არჩეულ დეპუტატებს, ბიზნესმენებს და გადამდგარ პოლიციელებს.

აღნიშნული თემის შესახებ თავად კირიაკოს მიცოტაკიმაც გააკეთა განცხადება:

“ჩემი ბრძანების შესაბამისად, რომელიც გადავეცი სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ, 2.500-მდე პოლიციელი გადამზადდება და გავა ქუჩებში პატრულირებისთვის. აქედან 1.000 იქნება ის პოლიციელი, რომელიც აქამდე VIP მომსახურებას უწევდნენ სხვადასხვა მაღალჩინოსნებს ან თუნდაც, ყოფილ მაღალჩინოსნებს. პოლიციის ოფიცრები უნდა იდგნენ გზებზე და ემსახურებოდნენ მოქალაქეებს, ხოლო რაც შეეხებათ ბიზნესმენებს, ნება იბოძონ და თავად დააფინანსონ საკუთარი უსაფრთხოება.”

onalem

ტესტ