fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში კორონავირუსით მე-7 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს კოზანის “მამაციოს” საავადმყოფოში 87 წლის მამაკაცი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა.

ის საავადმყოფოში ოთხი დღის მანძილზე იყო მოთავსებული.

როგორც მედია იუწყება, გარდაცვლილი იმ სოფლიდან არის, რომელშიც სრული კარანტინია გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საბერძნეთში ინფიცირების 464 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 29 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 16 მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

19-მა ინფიცირებულმა საავადმყოფო უკვე დატოვა.

onalem

ტესტ