fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთი “ტირის” საერთაშორისო საზოგადოების წინაშე” – მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი, საბერძნეთის მსგავსად, პოზიციებს არ თმობს. საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, საბერძნეთის წარმომადგენლობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დემაგოგობს.

“ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი უფლებები, თანამშრომლობის მომხრე ვართ და არა დაძაბულობის. ნამდვილად არ მოველოდით, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ამერიკის კონგრესზე ჩვენს ქებას დაიწყებდა, მაგრამ ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის არსებობს სოლიდარობა, უსაფრთხოების კუთხით.

საბერძნეთის საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გამოდის და “ტირის”, ამბობს: “თურქეთი თავს დაგვესხმება”. სწორედ ამიტომ ვაცხადებთ, რომ თანამშრომლობის მომხრე ვართ,” ამბობს მინისტრი.

ამავე დროს, თურქეთის პრეზიდენტი, ეროდღანი ავრცელებს შემდეგ განცადებას საბერძნეთის მიმართულებით: “დაგემართებათ ის, რაც 100 წლის წინ თქვენს წინაპრებს დაემართათ.”

onalem

ტესტ