fbpx
საზოგადოება

გიორგოს ტრაგას ქონებამ 140 მილიონ ევროს მიაღწია – ოქროს ზოდები საზღვარგარეთ

გიორგოს ტრაგას ქონება, რომელიც თავდაპირველი ინფორმაციით 100 მილიონ ევროს უდრიდა, ახალი შეფასებებით 140 მილიონს აღწევს, ვინაიდან მხოლოდ ოქროს ზოდების ღირებულება, რომლებსაც ის საზღვარგარეთ ბანკის სეიფში ინახავდა, 5 მილიონი ევროა.

პარალელურად, მედია იუწყება, რომ ფართოვდება იმ ადამიანთა სია, რომელთა ქონებაც ყადაღდება, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უწყობდნენ ტრაგას ქონების გაზრდაში და ცხადია, ჰქონდათ პირადი სარგებელიც.

როგორც უკვე ცნობილია, გაყინულია ტრაგას მეუღლის პირადი ანგარიშებიც.

გიორგოს ტრაგას ბინები საფრანგეთში, კერძოდ, ნიცასა და პარიზში.

პროკურატურის განცხადებით, ტრაგას წარმოუდგენელი რაოდენობის ქონებასთან დაკავშირებულ პირებს ბრალს წაუყენებენ და მინიმუმ 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, თუკი დაუდასტურდებათ, რომ მონაწილეობდნენ უკანონო ქმედებებში.

onalem

ტესტ