fbpx
საზოგადოება

“რომ დამეგვიანა, მარჯვენა ფეხს დავკარგავდი” – ადონის გეორგიადისი საკუთარ ოპერაციაზე

როგორც უკვე ცნობილია, ადონის გეორგიადისს ფეხზე ოპერაცია ჩაუტრდა. მინისტრს სერიოზული პრობლემა ჰქონდა მარჯვენა ფეხზე, რის გამოც საოპერაციოდ დაუყოვნებლივ შეიყვანეს და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

გეორგიადისი აცხადებს, რომ ოპერაცია 4.5 საათი გაგრძელდა:

“14 დღის წინ ფეხში მოულოდნელად ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ყოველდღიური დატვირთულობის გამო ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი. მეგონა, რომ ტკივილგამაყუჩებლით ვუშველიდი. მირჩიეს ტომოგრაფიის გადაღება, თუმცა, სულ შემდეგი დღისთვის ვდებდი. 

ერთ დღეს საშინელი ტკივილი ისევ დამეწყო, რასაც თან ერთვოდა სისუსტე, ფეხს ვეღარ ვგრძნობდი. შესაბამისად, მედიკოსთა რჩევით, დაუყოვნებლივ ოპერაცია გავიკეთე. ეს იყო დიდი თიაქარი, რომელზეც ექიმმა მითხრა, რომ ამ ზომის არასოდეს ენახა. 

რომ დამეგვიანა, მარჯვნე აფეხს დავკარგავდი. ოპერაცია 4. 5 საათი გაგრძელდა.”

გეორგიადისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის გამო არცერთი სასწრაფო ოპერაცია არ უქმდება.

onalem

ტესტ