fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 63 წლის ქალი სახლის დალაგებისას აივნიდან გადავარდა

დღეს მომხდარმა ინციდენტმა ბერძნული საზოგადოება შეძრა. 63 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოში ექთნად წლების მანძილზე მუშაობდა, სახლის აივნიდან დალაგებისას გადმოვარდა და გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ მან საბუთები შეავსო, რათა პენსიაზე გასულიყო. მას ლამიას საზოგადოება კარგად იცნობდა, რადგან წლების მანძილზე გინეკოლოგიური კლინიკის ექთანი იყო.

გარდაცვლილი ფთიოტიდაში, კერძოდ, სოფელ იპატიში  ქმართან ერთად ცხოვრობდა, რაგდან ორივე ქალიშვილი დაოჯახებული ჰყავდა. ის სახლს ალაგებდა, როდესაც წონასწორობა დაკარგა და აივნიდან გადმოვარდა. როგორც მეზობლები ამბობენ, აივანი ძალიან პატარაა და მან რთული საქმის გაკეთება ითავა, რაც ფატალურად დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური დანაშაულის შესაძლებლობა გამოირიცხა, თუმცა, დაგეგმილია ექსპერტიზა.

63 წლის ექთანი, სავარაუდოდ, თავის დარტყმის შედეგად არის გარდაცვლილი.

onalem

ტესტ